გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
"The space rocket"-კოსმოსური რაკეტა."Can"-მოდალური ზმნა(შეძლება)
საგანი
 ინგლისური ენა
მასწავლებლის სახელი,გვარი.
მოხალისე მასწავლებლის სახელი , გვარი.
მაკა კუპატაძე

Alex White
სწავლების საფეხური,კლასი
დაწყებითი საფეხური. II-ა კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
24 მოსწავლე.განსაკუთრებულ მიდგომებს არ საჭიროებს არცერთი მოსწავლე.
 გაკვეთილის სასწავლო მიზნები
        ახალი სიტყვების შესწავლა და მათი გამოყენება მეტყველების და მოსმენის დროს.
        მოსწავლეები გაეცნობიან თემას.
        დააკვირდებიან და აღწერენ ილუსტრაციას.
        ვარჯიშობენ ახალი სიტყვების სწორად წარმოთქმაში.
        გაეცნობიან მოდალურ ზმნას CAN-შეძლება.
        პასუხობენ თემის შესახებ დასმულ კითხვებს.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
უცხ.დ.1.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება.
უცხ.დ.1.6.მოსწავლეს შეუძლია სიტყვების,წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.
უცხ.დ.1.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების გაგება.
უცხ.დ.1.13.მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასება:განმავითარებელი
მოსწავლეთა ორგანიზება:მთელი კლასი,ინდივიდუალური.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო"English World1"
Liz Hocking;Mary Bowen.
გამომცემლობა "Macmillan "
          სამუშაო რვეული
          საწერკალამი
          ლექსიკონი
          ილუსტრირებული სურათი
          ფლეშქარდები
          CD player
          CD
          ცარცი
          დაფა



გაკვეთილის მსვლელობა
l  ფაზა: გამოწვევა (2წთ)
        სიის ამოკითხვა
        მოხალისე მასწავლებლის მიერ საშინაო დავალების  შემოწმება.
        გაცნობა გაკვეთილის თემისა და მიზნის
II ფაზა: შინაარსის რეალიზება (40წთ)
აქტივობა 1. წინარე ცოდნის გამოკითხვა ფრონტალური კითხვების საშუალებით.
Where  is  Mum?                     (3წთ)
Where  is  Susie?
What    has  grandma   got?
Where   is   Joe?
 აქტივობა 2. ტექსტის წაკითხვა და თარგმნა. (5წთ)
აქტივობა 3.  ილუსტრირებული სურათის  აღწერა მოსწავლეების მიერ მოხალისე მასწავლებლის დახმარებით.(3წთ)
აქტივობა 4. დაფაზე ვწერ უცხო სიტყვებს  და მოხალისე მასწავლებელი ფლეშქარდების გამოყენებით ამეორებინებს მოსწავლეებს  ახალ  სიტყვებს. (10წთ)
აქტივობა 5. ახსნა-განმტკიცება მოდალური ზმნის can-შეძლება. (9წთ)
აქტივობა 6. CD player-ის გამოყენებით დიალოგის მოსმენა და კითხვა. (10წთ)
        მოსწავლეები მოუსმენენ აუდიო ჩანაწერს და პარალელურად გაადევნებენ ტექსტს თვალს. შემდეგ თვითონ წაიკითხავენ და ჩემი დახმარებით თარგმნიან დიალოგს.
III ფაზა: რეფლექსია (3წთ)
        გააკეთებენ შეჯამებას და ჩაინიშნავენ საშინაო დავალებას. მივცემ მითითებებს.
შეფასება
რამოდენიმე მოსწავლე ფასდება განმავითარებელი კომენტარით.

No comments:

Post a Comment